თელავი-გომბორის გზაზე ბენზინმზიდის აფეთქებისას, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა
თელავი-გომბორის გზაზე ბენზინმზიდის აფეთქებისას, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია „სოკარის“ კუთვნილი ბენზინმზიდის გადავარდნისა და აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ადგილზე იმყოფებიან, მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.

გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტში დაიწყება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა საქმის წარმოების დასრულების შემდგომ დაანგარიშდება“, – აღნიშნულია გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

გომბორის უღელტეხილთან, სოფელ კობაძეში თელავის მიმართულებით მოძრავი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია „სოკარის“  ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.