გომბორის უღელტეხილთან ბენზინმზიდი აფეთქდა
გომბორის უღელტეხილთან ბენზინმზიდი აფეთქდა

გომბორის უღელტეხილთან, სოფელ კობაძეში თელავის მიმართულებით მოძრავი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოხტომა მოასწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.