„თელასის“ აქციების 24,5 პროცენტიანი წილი „ბესტ ენერჯი გრუპმა“ იყიდა
„თელასის“ აქციების 24,5 პროცენტიანი წილი „ბესტ ენერჯი გრუპმა“ იყიდა

საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული სს „თელასის“ კაპიტალის აქციების 24,5 პროცენტიანი წილი დღეს გაიყიდა. საჯარო აუქციონში დაინტერესება მხოლიდ ერთმა კომპანიამ გამოხატა და თელასის აქციები „ბესტ ენერჯი გრუპმა“ იყიდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ამონაწერის მიხედვით, შპს „ბესტ ენერჯი ჯგუფი“ 2018 წლის ორ აგვისტოსაა დაფუძნებული. კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა, კომპანიის დირექტორი კი თამარ გახარია.

„თელასის“ აქციების წილი 32 380 383 ლარად გაიყიდა. საჯარო აუქციონი დღეს გაიმართა. საწყისი ფასი 10 511 მლნ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ აუქციონში გამარჯვებული აქციებს იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას მიიღებს.