სემეკ-ის დადგენილების პროექტით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.56 თეთრით ძვირდება
სემეკ-ის დადგენილების პროექტით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით გაძვირდება. დღგ-ს ჩათვლით გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს. გადაწყვეტილების პროექტი სხდომაზე უკვე გამოცხადდა და მას კომისიის წევრებმა კენჭი უნდა უყარონ.
„თელასი“-ს სამომხმარებლო ტარიფები:
– პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით)
მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი
ახალი ტარიფი 14.54 თეთრი
– მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ)
მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი
ახალი ტარიფი 18.55 თეთრი
– მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი)
მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი
ახალი ტარიფი 23.03 თეთრი