„თელასი“ - დიღმის მასივში, დისევის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების გამო დაიტბორა სატრასფორნატორო ჯიხური, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ლუბლიანისა და მიმდებარე ქუჩების მომხმარებლებს
„თელასი“ - დიღმის მასივში, დისევის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების გამო დაიტბორა სატრასფორნატორო ჯიხური, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ლუბლიანისა და მიმდებარე ქუჩების მომხმარებლებს

დიღმის მასივში, დისევის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების გამო დაიტბორა „თელასის“ კუთვნილი სატრასფორნატორო ჯიხური, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ლუბლიანისა და მიმდებარე ქუჩების მომხმარებლებს, მათ შორის ამ ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

თელასის ცნობით, სამუშაოების დაწყებას აფერხებს ის, რომ ქვესადგურის ტერიტორია არის დატბორილი.

„თელასის ტექნიკური სამსახური აკეთებს ყველაფერს, რომ ელექტრონერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის და საავადმყოფოებისთვის შესაძლო მოკლე პერიოდში აღადგინოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.