თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ომის დასრულებასა და მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

სხვადასხვა ცნობებით, აქციაზე 120 000-მდე ადამიანი იყო იმყოფებოდა.

დემონსტრანტებმა ქალაქში საპროტესტო მარში გამართეს და რამდენიმე ქუჩის ბლოკირება სცადეს, სამართალდამცველებმა კი ამის საშუალება არ მისცეს. არეულობის დროს რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

ისრაელში ანტისამთავრობო აქციები პერმანენტულად იმართება. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მთავრობის მიმართ, რომელმაც ამ დრომდე ვერ შეძლო ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლება.