თელ ავივში აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი გზატკეცილი გადაკეტეს
თელ ავივში აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი გზატკეცილი გადაკეტეს

ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებმა თელ ავივში ერთ-ერთი გზატკეცილი გადაკეტეს. მათ „ქალთა საპროტესტო ჯგუფის“ წევრებიც შეუერთდნენ.

დემონსტრაციები თელ ავივში უწყვეტად, უკვე ხუთი დღეა, გრძელდება. აქციების მიზანია, ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც მძევლების გათავისუფლებას უზრუნველყოფს.

აქციის მონაწილეები მთავრობას არასწორი პოლიტიკაში ადანაშაულებენ და აკრიტიკებენ.

„გაიღვიძეთ, ღაზაში არიან მძევლები, რომლებიც ახალ ამბებში ხედავენ, რომ ხალხი მათთვის იბრძვის, ხოლო მთავრობა ტოვებს მათ“, – აცხადებს აქციის მონაწილე.