თელ ავივში ანტისამთავრობო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ისრაელის თავდაცვის ძალების ოფისთან შეიკრიბნენ. ისინი მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ.
„ეს არ არის მხოლოდ მძევლების ოჯახების წევრების ბრძოლა, ეს ყველა მოქალაქის ბრძოლაა იმ ქვეყანაში, რომელსაც სიცოცხლე სურს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ისრაელში უკვე მე-11 დღეა, რაც აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც გასულ კვირას ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.
„ჩვენ აღარ გვინდა მეტი დაკრძალვა, ორივე ერს სურს, რომ იცოცხლოს“, – ამბობს აქციის მონაწილე.