იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აქცია გაიმართა

00:59, 30.06.2024

იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მიმდინარე აქცია პოლიციამ დაშალა. ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები მთავრობის შეცვლასა და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.

„ჩვენ მათ არ მივატოვებთ”, – სკანდირებენ დემონსტრანტები.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.

მსგავსი