იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მიმდინარე აქცია პოლიციამ დაშალა. ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები მთავრობის შეცვლასა და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.
„ჩვენ მათ არ მივატოვებთ”, – სკანდირებენ დემონსტრანტები.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.