თელ ავივში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა
თელ ავივში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა

თელ ავივში ანტისამთავრობო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. დემონსტრაციაზე „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი მძევლების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც მძევლების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

აქციის მონაწილეები ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმების წარუმატებლობაში ადანაშაულებენ.

ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ 12 პირი დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის სავარაუდო დარღვევისთვის, მათ შორის, გზების გადაკეტვისთვის.