თელ ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა
თელ ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა

ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა თელ ავივისა და ისრაელის სხვა ქალაქების ქუჩებში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რეფორმის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები დააზარალებს დემოკრატიას და მთავრობის უფლებამოსილების კონტროლს შეასუსტებს. რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები უკვე 15 კვირაა, იმართება.

მარტის ბოლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სადავო სასამართლო რეფორმის განხილვა მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადო, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, მთავრობამ რეფორმის გადადების გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო მიიღო.

ინიცირებული რეფორმა, რომელიც ქნესეთმა პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო, უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. ასევე, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მთავრობის უფლებამოსილებას ზრდის.