თელ ავივის მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანია ფრენებს დროებით წყვეტს
თელ ავივის მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანია ფრენებს დროებით წყვეტს

რამდენიმე ავიაკომპანია თელ ავივის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს.

როგორც გამოცემა „იერუსალიმი პოსტი“ წერს, გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“, კონფლიქტის ესკალაციის გამო, 14 მაისს თელ ავივში ყველა რეისი გააუქმა.

„ლუფთჰანზა ყურადღებით ადევნებს თვალს ისრაელში შექმნილ ვითარებას და განაგძობს ხელისუფლებასთან, უსაფრთხოების სამსახურებთან და ადგილზე საკუთარ პერსონალთა ინფორმაციის გაზიარებას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანიაში იმედოვნებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ფრენებს 15 მაისს განაახლებენ.

თელ ავივში და თელ ავივიდან რეისები გააუქმა „ბრითიშ ეარვეისმაც“.

„ჩვენი კოლეგებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება არის ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვაგრძელებთ შექმნილი ვითარების მონიტორინგს“, – აღნიშნულია ბრიტანული ავიაკომპანიის განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ბენგურინის აეროპორტიდან რეისები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ეილატთან მდებარე რამონის აეროპორტში გადაამისამართა.

ამასთან, გამოცემა „ჰაარეცის“ ცნობით, ფრენები გააუქმეს ავაიაკომპანიებმა „დელტამ“, „გაერთიანებულმა ავიახაზებმა“, ავსტრიის ავიახაზებმა.