ტეხასში, გაზსადენზე აფეთქებების შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა
ტეხასში, გაზსადენზე აფეთქებების შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა

ტეხასში, გაზსადენზე მომხდარი აფეთქებების შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულებს შორის არის ერთი მაშველიც.

შემთხვევა ქალაქ მიდლენდთან ახლოს მოხდა. გაზსადენის ოპერატორის კომპანიის თანამშრომლებმა ძლიერი დამწვრობა მიიღეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, პირველი აფეთქების ხმა დილით გაისმა. მეორე კი ადგილზე მეხანძრეების მისვლის შემდეგ მოხდა.

მეხანძრეებმა გაზსადენზე ხანძრის გავრცელების თავიდან აცილება შეძლეს. ამ ეტაპზე აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.