ავღანეთში აფეთქებას 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
ავღანეთში აფეთქებას 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში აფეთქებას 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მირზადინის დასახლებაში, ხალხმრავალ ადგილას განხორციელდა. სამართალდამცველების განცხადებით, აფეთქდა ხელნაკეთი ბომბი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ, არავის აუღია.

შვიდ ივნისს რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა “თალიბანსა” და ქვეყნის ხელისუფლებას შორის, რამადანის დასრულების აღსანიშნავად, დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო, რომელიც 11-დან 19 ივნისამდე უნდა გაგრძელდეს. შეთანხმების ფარგლებში, ხელისუფლება მოძრაობის წინააღმდეგ ოპერაციებს შეწყვეტს, თალიბანი კი, ტერორისტულ თავდასხმებს არ განახორციელებს.