ტეხასისა და ლუიზიანას შტატების სანაპიროებს ქარიშხალი „ლაურა“ დაატყდა თავს
ტეახასისა და ლუიზიანას შტატების სანაპიროს ქარიშხალი „ლაურა“ დაატყდა თავს. ამჟამად შტორმი მეოთხე კატეგორიის სიმძლავრისაა.
როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ეს ლუიზიანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმია.
შტატის გუბერნატორი ჯონ ბელ ედვარდში აცხადებს, რომ ლუიზიანას ნაწილი სავარაუდოდ, დაიტბორება. შტატში უკვე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. ევაკუირებულია ასობით ათასი ადამიანი.
მანამდე ქარიშხალმა „ლაურამ“ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს გადაურა, სადაც ნგრევა და სმხვერპლი გამოიწვია. მხოლოდ ჰაიტიზე სტიქიას სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.