ტეხასის შტატში 22 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მისი სამიზნე მექსიკელები იყვნენ
ტეხასის შტატში 22 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მისი სამიზნე მექსიკელები იყვნენ

აშშ-ში 22 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მისი სამიზნე მექსიკელები იყვნენ, – ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში, „ვოლმარტის“ მაღაზიაზე თავდამსხმელს, პატრიკ კრუსიუსს ეკუთვნის ინტერნეტში გავრცელებული პოსტი, რომელშიც მექსიკელების შტატებში ყოფნას შეჭრად აფასებს და მათ ქედებებს გმობს.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, პატრიკ კრუსიუს ბრალს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის წაუყენებენ.

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში თავდასხმა 3 აგვისტოს მოხდა. 21 წლის პატრიკ კრუსიუსი „ვოლმარტის“ მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 24 კი, დაიჭრა. ის ადგილზე დააკავეს. ელ-პასოს ტრაგედიიდან რამდენიმე საათის შემდეგ მეორე თავდასხმა მოხდა. ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში, სადაც ღამის კლუბების ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის დროს ბოროტმოქმედმა 9 ადამიანი მოკლა, მათ შორის იყო თავისი დაც. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ცეცხლის გახსნიდან 30 წამში მოკლეს.