ირანის დედაქალაქში პოლიციასთან შეტაკებების დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს.
თეირანში შეტაკება სამართალდამცველებსა და სუფიური საზოგადოება გონაბადის დერვიშებს შორის მოხდა.
ირანის პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, სუფიური საზოგადოების წევრები პოლიციელებს დანებით დაესხნენ თავს.
შეტაკების დროს 30-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა. ფიზიკური დაზიანება მიიღო რამდენიმე დემონსტრანტმაც, თუმცა რაოდენობა არ სახელდება.
ირანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დერვიშებმა სახელმწიფო ქონებაც დააზიანეს.
დაპირისპირება უკვე არაერთხელ მოხდა. შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ხუთი პოლიციელია დაღუპული. დერვიშები მათი საზოგადოების წევრების პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.