თეირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო, კარანტინის ზომები გაამკაცრეს
თეირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე კარანტინის ზომები გაამკაცრეს.
დედაქალაქში დაიკეტა სკოლები, უნივერსიტეტები, სემინარიები, ბიბლიოთეკები, სილამაზის სალონები, მეჩეთები, კინოთეატრები და თეატრები.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ასევე დროებით შეჩერდა სოციალური, კულტურული და რელიგიური ღონისძიებები
ირანში „კოვიდ-19“-ით ბოლო დღის განმავლობაში 203 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კორონავირუსი 2 349 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 13 032 შემთხვევაა გამოვლენილი.