თეირანი-სტამბოლის რეისის მგზავრებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
„თურქიშ ეარლაინსის“ სამგზავრო ლაინერი, რომლის ბორტზეც 132 მგზავრი იმყოფებოდა, დღეს საგანგებოდ დაეშვა ანკარაში. როგორც მედია იუწყებოდა, სულ მცირე 17 მგზავრს კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა. საუბარია ირანელებზე, რომლებიც სტამბოლში მიემგზავრებოდნენ.
სამგზავრო ლაინერის ყველა მგზავრი კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა მათ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.