„ბიბისის“ ინფორმაციით, თეირანი - სტამბოლის რეისის 17 მგზავრს შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეს
„ბიბისის“ ინფორმაციით, თეირანი - სტამბოლის რეისის 17 მგზავრს შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეს

თეირანი-სტამბოლის რეისის მგზავრებიდან 17 მათგანს შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 17 მგზავრიდან 12 მათგანი ქალაქ ქომიდანაა, სადაც პირველად გავრცელდა ვირუსი.

თვითმფრინავის ყველა მგზავრი კარანტინშია მოთავსებული. სამგზავრო თვითმფრინავი თურქეთის დედაქალაქის აეროპორტში საგანგებოდ მას შემდეგ დაეშვა, რაც ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის ნიშნები გამოუვლინდა. ბორტზე სულ 132 ადამიანი იმყოფებოდა.