თეირანი-სტამბოლის რეისი კორონავირუსის გამო, ანკარაში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სამგზავრო თვითმფრინავი თურქეთის დედაქალაქის აეროპორტში საგანგებოდ მას შემდეგ დაეშვა, რაც ერთ-ერთ მგზვარს კორონავირუსის ნიშნები გამოუვლინდა.
ამჟამად „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავი აეროპორტის ტარიტორიაზე საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.
ბორტზე 132 მგზავრი იმყოფება. ექიმები მათ სიცხეს უზომავენ და სხვა სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.