კორონავირუსის გამო, თეირანი-სტამბოლის რეისი ანკარაში დაეშვა
კორონავირუსის გამო, თეირანი-სტამბოლის რეისი ანკარაში დაეშვა

თეირანი-სტამბოლის რეისი კორონავირუსის გამო, ანკარაში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სამგზავრო თვითმფრინავი თურქეთის დედაქალაქის აეროპორტში საგანგებოდ მას შემდეგ დაეშვა, რაც ერთ-ერთ მგზვარს კორონავირუსის ნიშნები გამოუვლინდა.

ამჟამად „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავი აეროპორტის ტარიტორიაზე საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

ბორტზე 132 მგზავრი იმყოფება. ექიმები მათ სიცხეს უზომავენ და სხვა სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

დატოვე კომენტარი