ტედროს გებრეისუსი - უახლოეს მომავალში ცხოვრების ძველ ნორმას ვერ დავუბრუნდებით
უახლოეს მომავალში ცხოვრების ძველ ნორმას ვერ დავუბრუნდებით, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის პანდემიის საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს გზამკვლევი იმ მდგომარეობამდე მისაღწევად, როდესაც დაავადების გაკონტროლება და ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელი იქნება.
გებრეისუსის განმარტებით, ამისთვის კი საჭიროა სამი რამ – ყურადღების გამახვილება სიკვდილიანობის შემცირებასა და ვირუსის გავრცელების დაძლევაზე, საზოგადოების ჩართულობა, რათა ინდივიდუალური ზომები იქნას მიღებული მთელი საზოგადოების დასაცავად და ძლიერი მმართველობა და კომუნიკაცია.