ტედროს გებრეისუსი - გასულ 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს გებრეისუსის თქმით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.
„ამ პანდემიაში ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ბოლო 24 საათში მსოფლიოში ვირუსის 106 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შემთხვევების ორი მესამედი ძირითად ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია – ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრაზილია და ინდოეთი.