ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსის პანდემია მალე დაიძლევა, თუ ქვეყნები სწორ მექანიზმებს გამოიყენებენ
„კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემია შესაძლოა, მალე დაიძლიოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები სწორ მექანიზმებს გამოიყენებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმს თუ სწორად გამოვიყენებთ, ჩვენ მას მალე დავასრულებთ. თუ არ გამოვიყენბთ ამ მექანიზმებს, ვირუსი ჩვენთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება“, – განაცხადა გებრეისუსმა.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
„მთელს მსოფლიოში ვხედავთ, ახალი შემთხვევების მკვეთრ ზრდას, განსაკუთრებით, ევროპასა და ამერიკაში“, – განაცხადა გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა კომენტარი გააკეთა ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზეც, გებრეისუსის თქმით, იმუნიტეტი მიიღწევა ადამიანების ვირუსისგან დაცვით და არა მათი დაინფიცირების რისკის წინაშე დაყენებით“, – აღნიშნა გებრეისუსმა.