ტედროს ადანომ გებრეისუსი - ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი

ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ჩვენ ვიცით, რომ მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ღორის გრიპზე 10-ჯერ მეტია“, – განაცხადა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ხოლო მის შესაჩერებლად გაცილებით მეტი დროა საჭირო.

„სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსის შემთხვევები უფრო ნელი ტემპით იკლებს, ვიდრე ის ვრცელდება“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 12-18 თვე დასჭირდება.