ტედროს ადანომ გებრეისუსი - ახალგაზრდები პანდემიას სათანადო სიფრთხილით აღარ ეკიდებიან, რის შედეგადაც მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა ისევ მოიმატა
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ახალგაზრდები პანდემიას სათანადო სიფრთხილით აღარ ეკიდებიან, რის შედეგადაც მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა ისევ მოიმატა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროკავშირში, ამერიკასა და აზიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატება ახალგაზრდების გაუფრთხილებელ ქცევას უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსიმა ჟენევაში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ ახალგაზრდები პანდემიას სათანადო სიფრთხილით აღარ ეკიდებიან, რის შედეგადაც მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ისევ მოიმატა.

„ჩვენ ეს აქამდეც გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ, ახალგაზრდები უძლეველები არ არიან. არსებობს მტკიცებულებები, რომ ზოგ ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება ახალგაზრების მხრიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის პერიოდში სიფრთხილის ნაკლებობას უკავშირდება“, – აღნიშნა გებრეიესუსიმა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, მარია ვან კერკოვემ განაცხადა, ღამის კლუბები ვირუსის გავრცელების დაჩქარებას უწყობს ხელს.

„იმ ახალგაზრდების უმრავლესობას, რომელიც ინფიცირდება, ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის“,- განაცხადა ვან კერკოვემ.