თებერვლის ბოლოდან სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ სპეციალურ მოსაცდელებზე გაჩერდება
საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წლის თებერვლის ბოლოდან სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ სპეციალურ მოსაცდელებზე გაჩერდება.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, პროექტის საპილოტე რეჟიმისთვის 14 ქუჩა შეირჩა, სადაც სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ მოსაცდელებზე აიყვანენ მგზავრებს.
პროექტი ეტაპობრივად გავრცელდება მთელ თბილისში.
პროექტის მიზანია უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება და საცობებისგან დედაქალაქის განტვირთვა.
„მერია საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას დაიწყებს. დამონტაჟდება 259 მოსაცდელი, გაფართოვდება მოსაცდელები, რათა საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს. ასევე ვიმუშავებთ რუსთავის მერიასთან, რადგან რუსთავიდანაც ბევრი სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს თბილისში“, – განაცხადეს მერიაში.
საპილოტე რეჟიმი თბილისის შემდეგ ქუჩებზე ამოქმედდება: კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ყაზბეგის ქუჩა, აღმაშენებლის ხეივანი, ჭავჭავაძის გამზირი, პეკინის ქუჩა, კახეთის გზატკეცილი, შარტავას ქუჩა, გორგასლის ქუჩა და მარშალ გელოვანის გამზირი.