მიმდინარე წლის თებერვლის წლიური ინფლაციის მიხედვით, რომლის შესახებაც მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა, საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 25,1 პროცენტით ხილი არის გაძვირებული. მეორე ადგილზე ამ მხრივ რძის ნაწარმია – რძესა და ყველზე ფასებმა 19.2 პროცენტით მოიმატა.
ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 15.1 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 11.2 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 11.1 პროცენტით, თევზეული – 10.3 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელები – 8.7 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 7.4 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 5.6 პროცენტით.
ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.