თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა
თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა

მიმდინარე წლის თებერვლის წლიური ინფლაციის მიხედვით, რომლის შესახებაც მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა, საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 25,1 პროცენტით ხილი არის გაძვირებული. მეორე ადგილზე ამ მხრივ რძის ნაწარმია – რძესა და ყველზე ფასებმა 19.2 პროცენტით მოიმატა.

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 15.1 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 11.2 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 11.1 პროცენტით, თევზეული – 10.3 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელები – 8.7 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 7.4 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 5.6 პროცენტით.

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.