საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად, ქაშუეთის ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო პოეტ ზურაბ რთველიაშვილის ხსოვნას. მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება პოეტის გარდაცვალების გამო და მიუსამძიმრა მის ოჯახსა და მეგობრებს.
ზურაბ რთველიაშვილი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ზურაბ რთველიაშვილი საკუთარი ლექსებითა და პერფორმანსებით, თანამედროვეობის გამორჩეული ხელოვანი იყო. იგი იყო ავტორი ლექსებისა: „აპოკრიფი“, „ოდდა თავისუფლებას“, „წმინდა მგლების ლოცვა“, „მე ვარ ვენახი“ და სხვა. 2018 წელს წიგნისთვის „პოეზიის დიქტატურა“ ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო.