გარდაიცვალა პოეტი ზურაბ რთველიაშვილი
გარდაიცვალა პოეტი ზურაბ რთველიაშვილი

ავადმყოფობის შედეგად, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში.

1990-იან წლებში რთველიაშვილი გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად.

2018 წელს მისმა კრებულმა – „პოეზიის დიქტატურა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის პრემია „საბა“ მიიღო.

დატოვე კომენტარი