ავადმყოფობის შედეგად, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში.
1990-იან წლებში რთველიაშვილი გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად.
2018 წელს მისმა კრებულმა – „პოეზიის დიქტატურა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის პრემია „საბა“ მიიღო.