თეა წულუკიანი - „ქართული ოცნებისთვის“ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა 
თეა წულუკიანი - „ქართული ოცნებისთვის“ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა 

უფრო ძლიერად და სიახლეებით შევხვდებით საპრეზიდენტო არჩევნებს, რათა ნდობა, რაც საზოგადოებაშია, კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ხვალ პარტია “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანი დღეა.

“მმართველი პარტია ძლიერდება. ეყოლება ახალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, იქნება განახლებული პოლიტსაბჭო. უფრო ძლიერად და სიახლეებით შევხვდებით არჩევნებს, რათა ის ნდობა, რაც საზოგადოებაშია კიდევ უფრო გაიზარდოს და გახდეს უფრო ხელშესახები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მმართველი პარტია შიდა კონსულტაციების შემდეგ გაასაჯაროებს.

„შიდა კონსულტაციები როგორც ჩანს მიმდინარეიბს, ამიტომ დაველოდოთ გადაწყვეტილებას, რომლიც არ იქნება ივლის-აგვისტომდე რამდენადაც მე ვიცი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” ყრილობას, ის  ხვალ გაიმართება.