თეა წულუკიანი მადლობას უხდის ყველას, ვინც მაია ოთინაშვილის გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ოჯახს მის გათავისუფლებას ულოცავს.
„ჩვენც მათთან ერთად გვიხარია. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას, ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, ვინც 24-საათიან რეჟიმში ჩართული იყო იმ საქმეში, რასაც ჩვენი მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება ჰქვია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მაია ოთინაშვილი საკუთარ ოჯახში იმყოფება.
საოკუპაციო ძალებმა ის 29 სექტემბერს დააკავეს. ოთინაშვილის ოჯახში დღეს სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მისი გათავისუფლების პროცესში იყვნენ ჩართული.