თეა წულუკიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს პასუხობს
თეა წულუკიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს პასუხობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს პასუხობს. ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის მინისტრს სამსახურში აღდგენასა და ხელფასის ანაზღაურებას სთხოვენ.

„სასამართლო გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა აღსრულდეს. ამ საქმეზეც, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება იმ ფარგლებში აღსრულდება, რაც თქვა ქართულმა სასამართლომ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე აცხადებენ, რომ 2014 წელს თეა წულუკიანმა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაუშვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილ თანამდებობებზე უნდა აღადგინონ.

ეროვნულ არქივთან დღეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს და თეა წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვდნენ.