თეა წულუკიანი - აფხაზებსა და ქართველებს ერთი წარსული გვაქვს, წყვეტა ურთიერთობებში, რაც დღეს შეიძლება ოკუპაციის გამო გვქონდეს, დროებითია
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში აფხაზებისა და ქართველების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი გამოფენა – „აქ ერთად ვართ” გაიხსნა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებოდა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „აფხაზები და ქართველები, ქართველები და აფხაზები კვლავ იცხოვრებენ ერთ სახელმწიფოში“. ურთიერთობის წყვეტა კი, მისივე თქმით, დროებითია.
„ჩვენ, იუსტიციის სამინისტრო ეროვნული არქივის ამ საგამოფენო სივრცეში ვმასპინძლობთ უმნიშვნელოვანეს და საინტერესო გამოფენას, ეს არის ქართველები და აფხაზები, აფხაზები და ქართველები ერთად იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ გვაქვს ერთი წარსული, რომ ის დროებითი წყვეტა ურთიერთობებში რაც დღეს ჩვენ შეიძლება გვქონდეს ოკუპაციის გამო, არის დროებითი, რომ ჩვენ მომავალიც გვექნება ერთი. ამის სიმბოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ვართ მასპინძლები ამ გამოფენისა, რომელიც ფოტომასალით აჩვენებს აფხაზებისა და ქართველების მრავალი ათეული წლების ურთიერთობას იქნება ეს ხელოვნების, თუ სახელმწიფო დარგში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენას იმ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები ესწრებიან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. ესეც იმის სიმბოლოდ, რომ ჩვენ მალე გავერთიანდებით და ვიცხოვრებთ ერთ სახელმწიფოში, რომელიც ევროპული და ძლიერი სახელმწიფოა სადაც ყველას უფლებები არის თანაბრად დაცული“,- აღნიშნა თეა წულუკიანამა.
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნული არქივის დარბაზში 23 მაისამდე გაგრძელდება.