თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა
თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან, რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე რაიმუნდ იელემ სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია FAO-ს მიმდინარე პროექტებისა და განხორციელებული საქმიანობის თაობაზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„სახელმწიფო მინისტრმა, თავის მხრივ, მადლიერება გამოთქვა FAO-ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობისთვის. ამასთან, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების როლი, აქტიური ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.