თეა ახვლედიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ერთად ხვალ გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარს ესტუმრება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ხვალ გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარს ესტუმრება. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს, თეა ახვლედიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა მარია შმიდთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
სახელმნწიფო მინისტრი სპრესსამსახურის ინფორმაციით, ციცაგიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის გახსნის ცერემონიალს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, დაესწრებიან ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
შეგახსენებთ, 14-16 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი.