თეა ახვლედიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ერთად ხვალ გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარს ესტუმრება

22:23, 13.06.2021

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ხვალ გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარს ესტუმრება. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს, თეა ახვლედიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა მარია შმიდთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

სახელმნწიფო მინისტრი სპრესსამსახურის ინფორმაციით, ციცაგიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის გახსნის ცერემონიალს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, დაესწრებიან ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

შეგახსენებთ, 14-16 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი.

მსგავსი