„თბილსერვის ჯგუფმა“ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები დაიწყო
„თბილსერვის ჯგუფმა“ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა 180-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ნაგავშემკრები კონტეინერები. გარდა ამისა, დასუფთავების აქციის ფარგლებში იგეგმება 700 მდე ნაგავშემკრები კონტეინერის მორეცხვა.
„თბილსერვის ჯგუფის“დირექტორის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, აღნიშნული აქცია ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„მოგეხსენებათ „თბილსერვის ჯგუფი“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით აწარმოებდა მაღალი ინტენსივობის ქუჩების მორეცხვას. დღეს, დავიწყეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას, ასევე, ტროტუარებისა და ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვას“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.