„თბილსერვის ჯგუფმა” გმირთა მოედნის პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მორეცხა
„თბილსერვის ჯგუფმა” გმირთა მოედნის პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მორეცხა

„თბილსერვის ჯგუფმა” სპეციალური ტექნიკით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი დაასუფთავა და მორეცხა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე აკვირდებოდა დედაქალაქის მერი კახი კალაძე. სწორედ მისი დავალებით ახორციელებს აღნიშნულ სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი”.

„ჩვენ გვინდა, ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული. მომდევნო თვეების განმავლობაში ვგეგმავთ ასევე სპეციალური ტექნიკის შესყიდვას, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა და ქალაქებშია. თანამედროვე ქალაქის პრეტენზია გვაქვს და შესაბამისად, ეს ყველაფერი, დასუფთავება, შესაბამისი საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საგაზაფხულო სამუშაოები თბილისში ხიდების, გვირაბებისა და პანდუსების დასუფთავებას, ასევე ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინფექციას ითვალისწინებს. სამუშაოები თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება.