გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, აქციის მონაწილეები ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ დაიშალნენ

02:55, 03.05.2024

გმირთა მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები და აქციის მონაწილეებს სავალი გზების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს.

პოლიციამ საავტომობილო გზები ბარიკადებისგან გაწმინდა.

აქციის მონაწილეებს გმირთა მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი.

 

მსგავსი