„თბილსერვის ჯგუფმა“ აქციის ორგანიზატორების სცენა პარლამენტის შენობის წინ დააბრუნა
„თბილსერვის ჯგუფმა“ აქციის ორგანიზატორების სცენა პარლამენტის შენობის წინ დააბრუნა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერიამ სცენა და ჯებირები მოიპარა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი აქციებით შეშინებული ხელისუფლება ხელის შეშლის სტრატეგიაზე გადავიდა.
ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხეს „თბილსერვის ჯგუფში“. მათი ინფორმაციით, პარლამენტის წინ არსებული კონსტრუქციები დასუფთავების დროს დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, გახმოვანების აპარატურა კი ჯგუფს ადგილზე არ დახვედრია.