თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს
თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა თბილისში. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მაღაზია დააყაჩაღეს.

ყაჩაღობის ფაქტი პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის.