თბილისში, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 22 თებერვალს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყებაში მომხდარის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.