თბილისში, ვანის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგებთან მიტოვებული ვაგონი და ნაგავი დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში პირველ არხს განუცხადეს, დამწვარია 50 კვ. მ. ფართობი.
მათივე ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.