თბილისში, ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
თბილისში, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 მარტს, კვირას, 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.