თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შუახნის ქალი სავარაუდოდ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შუახნის ქალი სავარაუდოდ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ქალს ტყვია მოხვდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით მიმდინარეობს.